კომპლექსური დავალება ( 2 კლასი - 2021-22 სასწ. წელი)

 კომპლექსური დავალება - 
1. ქართული ენა და ლიტერატურა. - საკითხი: იგავის ,,ლომი და თაგვი“   პერსონაჟ ლომის სახელით წერილის მიწერა მეორე პერსონაჟ თაგვისთვის.|
საკითხი: ამბის შეთხზვა იმის შესახებ, როგორ დაეხმარა სუსტი  თავისზე ძლიერს;
საკვან\ძო შეკითხვები: 
როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა გადარჩენილი ლომის წერილი თაგვის მიმართ? როგორ გამოვხატო ლომის დამოკიდებულება მომხდარის მიმართ? 
როგორ შევთხზა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა სუსტი თავისზე ძლიერს?  როგორ გამოვიყენო საინტერესო სიტყვები და ვრცელი  წინადადებები მსმენელზე  შთაბეჭდილების მოსახდენად?

2. მათემატიკა - საკითხი/ქვესაკითხი : 

  • ფიგურათა ზომების შედარება დატოლება,  გრძელი- მოკლე, დაბალი მაღალი
  • სიგრძის საზომი არასტანდარტული ერთეულები ნაბიჯი, მტკაველი 
სიგრძის საზომი სტანდარტული ერთეულები  სანტიმეტრი, მეტრი
საკვანძო შეკითხვა - ·                რა განსხვავებაა  სტანდარტული და არასტანდარტული ერთეულებით გაზომვებს შორის?

3. ბუნებისმეტყველება -  ცნება: ორგანიზმი 
ქვეცნება: შეგუებულობა

ცნება: საბინადრო გარემო
ქვეცნება: ბუნებრივი და და ხელოვნური გარემო
ცნება: კვლევა
ქვეცნება: ექსპერიმენტი
საკვანძო შეკითხვა - 
როგორ შევძელი პოსტერის დახმარებით აღმეწერა, მცენარეების შეგუება საარსებო გარემოსთან?

·      როგორ განახორციელე კვლევის  თითოეული ეტაპი მცენარის საარსებო გარემოსადმი შეგუებულობასთან დაკავშირებით (კვლევა მკ. წ  2)

·      რა აღმოაჩინე ახალი, რომელსაც გამოიყენებ ყოფა-ცხოვრებაში (კვლევა მკ. წ  4)

4. სახვითი ხელოვნება - სამიზნე ცნება: 

1.  სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები)
2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა
3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
საკვანძო შეკითხვა: 

·         როგორ შევქმნა შემოდგომის ნატურმორტი აპლიკაციის ტექნიკით?

ქვეცნებები:
ხაზი: კონტური
ფერი : ძირითადი და შედგენილი; ფორმა: მარტივი გეომეტრიული, ბუნებაში არსებული
ტექნიკა: აპლიკაცია; გრაფიკა;
ჟანრი: ნატურმორტი

5. ფიზიკური აღზრდა  - სამიზე ცნებები -  ორგანიზებულობა და თვითკონტროლი; ფიზიკური თვისებები.

ქვეცნება - ცხოვრების ჯანსაღი წესი; ოლიმპიზმი; სალაშქრო მზადება.

დისტანციური სწავლება

ქვეცნება  -  ზედა კიდურების ვარჯიშები; მუცლის პრესის ვარჯიშები; ზურგის კუნთების ვარჯიშები; იატაკიდან აზიდვები; ქვედა კიდურების ვარჯიშები (ბუქნები). მკერდის კუნთები. (ონლაინსწავლების შემთხვავაში)

საკითხი - ოლიმპიზმი

ქვესაკითხი - ანტიკური  ოლიმპიური თამაშების წარმოშობის ისტორია

 ქვეცნებები:

ჯანსაღი ცხოვრების წესი

კომპლექსური დავალების პირობა

·         ვიდეორგოლის, პოსტერის, ბუკლეტის, ნაძერწის, ნახატის და კედლის გაზეთის შექმნა;

პრეზენტაცია.

Comments